საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 31 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 512 პირი ემსხვერპლა.
სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 56 367ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 7 521 შემთხვევა. 3 160-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირების პირველი შემთხვევიდან დღემდე სულ აღრიცხულია მილიონზე მეტი, 1 006 864 ინფიცირების შემთხვევა.
17 იანვრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 13.34%;
- ბოლო 7 დღის - 10.26%;
- ბოლო 14 დღის - 10% .
დაწერეთ კომენტარი