Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა


ნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლა პირველსავე წრეში დაასრულა. მსოფლიოს რეიტინგში ოცდამესამე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი სახელოვან მეტოქეს - ბრიტანელ ენდი მარეის დაუპირისპირდა და ოთხსაათიან ბრძოლაში, ხუთ სეტში დამარცხდა, ანგარიშით 1:6, 6:3, 4:6, 7:6, 4:6.

ბასილაშვილს მარეისთან დღევანდელი შეხვედრის ჩათვლით, სულ სამჯერ უთამაშია და სამივეჯერ წააგო. მეორე წრეში, ბრიტანელის მეტოქე იაპონელი ტარო დანიელი იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG