Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა ბრალი აღიარა - მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა


თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე თამარ კაპანაძემ, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ბარბაქაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თამარ კაპანაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, რომელიც 5 ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

პროცესზე ბრალდებულმა წარდგენილ ბრალში თავი დამნაშავედ ცნო, თუმცა მას სიტყვის უფლებით არ უსარგებლია.

წინა სასამართლო სხდომა 10 მარტს , 13:00 საათზე დაინიშნა.

ლაგოდეხში 38 წლის მამაკაცი ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 16 იანვარს დააკავეს. 37 წლის ქალი გარდაცვლილი 15 იანვარს იმ ბინაში ნახეს, სადაც 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა.

თავდაპირველი ვერსიით ქალის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო სახლში ბუნებრივი აირის დაგროვება, თუმცა გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ყოფილი მეუღლე, ეჭვიანობის ნიადაგზე გაგუდა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით საცხოვრებელ სახლში გაზქურის ონკანი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი წარსულშიც არის ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.

მოკლული ქალი წლების განმავლობაში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ადამიანური რესურსების მართვის უფროს სპეციალისტად მუშაობდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG