ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სამდივნო წარადგინა.
პარტიას 12 სხვადასხვა მიმართულების მდივანი ეყოლება. ახალ სამდივნოს წარმოადგენენ:
- გენერალური მდივანი – პეტრე ცისკარიშვილი
- გენერალური მდივნის მოადგილე – ადმინისტრაციული საკითხების მდივანი – ზურა მელიქიშვილი
- საგარეო საკითხთა მდივანი – თინათინ ბოკუჩავა
- ანალიტიკური საქმიანობის მდივანი – გიორგი თარგამაძე
- საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების მდივანი – დიმიტრი ჩიქოვანი
- რეგიონალური მდივანი – გიორგი ბოტკოველი
- საორგანიზაციო მდივანი – ბაჩო დოლიძე
- იურიდიულ და საარჩევნო საკითხების მდივანი – ლევან ბეჟაშვილი
- სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანი – ნიკა ობოლაძე
- სტრატეგიული განვითარების და რეფორმების მდივანი – ანა გოგოლაძე
- ანტიკორუფციული საკითხების მდივანი – ლევან ხაბეიშვილი
- პოლიტიკური მდივანი – აკაკი მინაშვილი
მედიასთან ურთიერთობის მდივანი – გიორგი პატარაია იქნება.
სტრუქტურული ცვლილებები ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 10 იანვარს დაიწყო. პარტიის გადაწყვეტილებით, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე კობა ნაყოფია, ხოლო მისი მოადგილე აკაკი მინაშვილი გახდა. ენმ-ის თბილისის ორგანიზაციას ზაალ უდუმაშვილის ნაცვლად, ნიკა მელია უხელმძღვანელებს.
დაწერეთ კომენტარი