Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოყაევმა თავდაცვის მინისტრი შეცვალა, პარლამენტმა დაამტკიცა წინადადება პოსტებიდან ნაზარბაევის გათავისუფლების შესახებ


ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ ჟომარტ-ტოყაევი

ყაზახეთის ლიდერებმა შემდგომი ნაბიჯები გადადგეს მთავრობის ოფიციალური პირების შეცვლის და პრეზიდენტ ყასიმ ჟომარტ-ტოყაtვისთვის ძალაუფლების კონცენტრაციის საქმეში - ყოფილი პრეზიდენტისთვის, ნურსულტან ნაზარბაევისთვის, მთელი ცხოვრების მანძილზე დაკავებული პოსტების ჩამორთმევის გზით, მას შემდეგ, რაც საპროტესტო ტალღამ - რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა - წალეკა ქვეყანა. ტოყაევმა 19 იანვარს მოხსნა თავდაცვის მინისტრი, მურატ ბექტანოვი, და მის პოსტზე დაუყოვნებლივ დანიშნა რუსლან ჟაკსილიკოვი, რომელიც ადრე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.

იმავე დღეს, პარლამენტის ქვედა პალატამ, "მაჟილისმა", დაამტკიცა რამდენიმე კანონმდებლის წინადადება ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტისთვის იმ უფლების ჩამორთმევის შესახებ, რომლითაც ის მთელი ცხოვრების განმავლობაში სარგებლობდა, როგორც გავლენიანი უშიშროების საბჭოს და ყაზახეთის სახალხო ასამბლეის თავმჯდომარე

2019 წლის მარტში, როცა ნაზარბაევმა თავისი გადადგომის შესახებ განაცხადა და თავის პოსტზე ტოყაევი დატოვა, მან დიდი პოლიტიკური გავლენა შეინარჩუნა ნავთობით მდიდარ ამ ქვეყანაში - მას დარჩა "ელბასის" (ერის ლიდერის) თითქმის უსაზღვრო ძალაუფლება და უშიშროების საბჭოსა და ყაზახეთის სახალხო ასამბლეის ხელმძღვანელობა მთელი ცხოვრების მანძილზე.

პროტესტი უეცრად გაძვირებული საწვავის ფასის გამო შორეულ ქალაქ ჟანაოზენში, იანვრის დასაწყისში, სწრაფად გავრცელდა მთელ ყაზახეთში და მძაფრი შეტაკებები გამოიწვია ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში, ალმათიში, და სხვა ქალაქებშიც. ტოყაევმა ამ საპროტესტო ტალღის შემდეგ განაცხადა, რომ სათავეში ჩაუდგა უშიშროების საბჭოს. მას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG