Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხი მომღერალი ანა ჰორკა განზრახ დაავადდა კორონავირუსით და გარდაიცვალა


ანა ჰორკა
ანა ჰორკა

ჩეხი მომღერალი და ანსამბლ Asonance-ის ვოკალისტი, ანა ჰორკა 57 წლის ასაკში გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც COVID-19-ის ვირუსით განზრახ დაავადდა.

მომღერლის შვილის, იან რეკის თანახმად, ის და მისი მამა ვაქცინირებული არიან, მაგრამ COVID-19-ით დაავადდნენ, ხილო მომღერალმა ქალმა სპეციალურად დაიავადა თავი.
„ის ვალდებული იყო ერთი კვირით ყოფილიყო იზოლირებული, ვინაიდან ჩვენ დადებითი შედეგი აღმოგვაჩნდა. მაგრამ ის მუდმივად ჩვენთან იმყოფებოდა“, - აღნიშნა რეკმა.

მომღერალი ქალი არ იყო აცრილი და გეგმავდა გადაეტანა დაავადება, რათა თავიდან აეცილებინა ის შეზღუდვები, რომელიც აუცრელი მოქალაქეებისთვის ქვეყნის ხელისუფლებამ დააწესა. 19 იანვარს ჩეხეთში კოვიდ-19-ის შედეგად, ამ წელს სარეკორდო რაოდენობის, სულ მცირე 27 000 ადამიანი დაინფიცირდა.

სიკვდილამდე ორი დღით ადრე ჰორკამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადარჩა. „ეს იყო მძიმე, მაგრამ გადავრჩი. ასე რომ, ახლა იქნება თეატრი, აბანო, კონცერტი და ზღვაზე წასვლა“.
მომღერალი ქალი დარწმუნებული იყო, რომ იგი კორონავირუსისგან განიკურნა, ამიტომ გარეთ სასეირნოდ გავიდა. მაგრამ, სახლში დაბრუნებულმა მწვავე ტკივილი იგრძნო ზურგში და მალე საკუთარ საწოლში გაიგუდა.

დედის გარდაცვალებაში იან რეკი ადანაშაულებს ადგილობრივი აცრის საწინააღმდეგო მოძრაობას, რომლის ლიდერებმა, მომღერალი ქალი ვაქცინაციის საწინააღმდეგოდ განაწყვეს. „მე ზუსტად ვიცი, თუ ვინ მოახდინა მასზე გავლენა. ჩემთვის გულსატკენია, რომ ის უფრო მეტად უცხო ადამიანებს ენდობოდა, ვიდრე თავის ოჯახს“, - დასძინა მომღერლის შვილმა.

XS
SM
MD
LG