საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 49 პაციენტი. ქვეყანაში კოვიდმა უკვე 14 600-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბოლო 24 საათში 5 173-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 56 386 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 8 767 შემთხვევა. ეს ორწლიანი პანდემიის განმავლობაში, საქართველოსთვის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი, რომელიც განსაკუთრებულად სწრაფი გავრცელებით გამოირჩევა.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირების 8 767 ახალი, დადასტურებული შემთხვევიდან 5 052 თბილისშია.
21 იანვრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:
- დღიური - 15.55%;
- ბოლო 7 დღის - 12.76%;
- ბოლო 14 დღის - 11.39%.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 1 030 710 შემთხვევა. მათგან 951 428 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 631 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი