Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CNN: მომდევნო კვირაში აშშ-მა, შესაძლოა, კიევში მდებარე საელჩოს თანამშრომელთა ევაკუაცია დაიწყოს


აშშ-ის საელჩოს შენობა კიევში
აშშ-ის საელჩოს შენობა კიევში

უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის საფრთხის გამო, მომდევნო კვირაში, აშშ-ის მთავრობამ შესაძლოა დაიწყოს კიევში მდებარე საელჩოს თანამშრომელთა ნაწილის ევაკუაცია. ტელეკომპანია CNN-ის მიერ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებულ ამ ცნობაზე უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.


ტელეარხის წყაროთა ცნობით, საელჩომ უკვე მიმართა თხოვნით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რათა დართოს ნება უკრაინაში მდებარე საელჩოს თანამშრომელთა ოჯახებისა და მეორეხარისხოვანი პერსონალის ევაკუაციისთვის. დიპლომატიური მისიის ნაწილის ევაკუაციის შესაძლებლობა ამ კვირაში უკრაინაში თავისი ვიზიტის დროს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრაზეც განიხილა.


უფრო ადრე New York Times-მა თავის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად წლის დასაწყისში აშშ-მა უკრაინიდან დიპლომატიური მისიის თანამშრომლების ოჯახების წევრები გაიყვანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG