Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმისა და საქართველოს შესახებ ნათქვამი სიტყვებისთვის კიევი გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალს აკრიტიკებს


რუსეთის მიერ ოკუპირებული სევასტოპოლი, 2022 წლის იანვარი
რუსეთის მიერ ოკუპირებული სევასტოპოლი, 2022 წლის იანვარი

კიევის სამხედრო და დიპლომატიური წრეების მძაფრი კრიტიკა დაიმსახურა გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა, ვიცე-ადმირალმა კაია-ახიმ შიონბახმა, რომელმაც ერთ-ერთ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინამ ყირიმი სამუდამოდ დაკარგა.

„ყირიმი "წავიდა" და ის აღარასოდეს დაბრუნდება, ეს ფაქტია. და ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ფაქტობრივი მდგომარეობით და არა ემოციებით“, - განაცხადა გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა თავდაცვითი კვლევების ინდურ ინსტიტუტში გამოსვლის დროს.


გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის მორიგი სკანდალური განცხადება ნატოს გაფართოებას შეეხებოდა. გერმანელი მაღალი რანგის სამხედრო მიიჩნევს, რომ ალიანსში არც უკრაინისა და არც საქართველოს მიღება არ შეიძლება.


უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „მიუღებელი“ უწოდა გერმანიის სამხედრო მაღალჩინოსნის განცხადებას და მოუწოდა ბერლინს, რომ საჯაროდ „იქნეს უარყოფილი სარდლის ეს სიტყვები, რომელიც ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, და იმ ძალისხმევას, რაც ევროპაში შექმნილი სიტუაციის დეესკალაციისკენ არის მიმართული“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG