Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე


ჯგუფურ ეტაპზე ქართველი ფუტსალელები კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებენ.
ჯგუფურ ეტაპზე ქართველი ფუტსალელები კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებენ.

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველი თამაში ჩაატარა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა ნიდერლანდებში მიმდინარე ევროპირველობის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტს, აზერბაიჯანის ნაკრებს აჯობა, ანგარიშით 3:2.

თამაშის დაწყებიდან შვიდ წუთში, საქართველოს ნაკრები ორბურთიანი სხვაობით (0:2) აგებდა და შემდეგ შეძლო ანგარიშის სათავისოდ შეტრიალება. გოლები ელისანდრომ, არჩილ სებისკვერაძემ და თალესმა გაიტანეს.

ჯგუფურ ეტაპზე ქართველი ფუტსალელები კიდევ ორ შეხვედრას ჩაატარებენ: 26 იანვარს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და 29 იანვარს - ესპანეთთან.

ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე სულ გამოდის თექვსმეტი ქვეყნის ნაკრები, რომლებიც ოთხ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდნენ. ჯგუფური ეტაპის შეხვედრების ჩატარების შემდეგ, მერვედფინალის საგზურს თითოეული ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე პირველად თამაშობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG