Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიდერლანდი "პოზიტიურ რეაგირებას მოახდენს" იარაღის მიწოდების შესახებ უკრაინის თხოვნაზე


დმიტრო კულება
დმიტრო კულება

ნიდერლანდების ხელისუფლება დადებით რეაგირებას მოახდენს უკრაინის მიმართვაზე, თუ ის იარაღის მიწოდების თხოვნით მიმართვას. სააგენტო „ანადოლუს“ თანახმად ამის შესახებ ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა ვოპკე ხესტრმა, პარასკევს განაცხადა უკრაინის კრიზისის თაობაზე პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა კომისიის წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს.


მანამდე ნიდერლანდის მთავრობა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგი იყო, რათა რეგიონში დაძაბულობა არ გაძლიერებულიყო, მაგრამ, როგორც ვოპკე ხერსტმა თქვა, ვითარება იმგვარად შეიცვალა, რომ საჭიროა მოვლენათა განვითარებას სხვა კუთხითაც შე შევხედოთო.

ნიდერლანდის პარლამენტის უმრავლესობა აცხადებს, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინისათვის თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვას.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ რადიო თავისუფლების უკრაინის სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, კიევი ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს გერმანიისა და ნიდერლანდების ხელისუფლებასთან, რათა მათ შეწყვიტონ უკრაინისათვის იარაღის მიწოდების საკითხის ბლოკირება

გერმანია ნიდერლანდთან ერთად, 2021 წლის მაისიდან, ნატოს მექანიზმით ბლოკავს უკრაინისათვის იარაღის მიწოდების საკითხს. გერმანიის ყოფილი კანცლერი, ანგელა მერკელის, პირადა ლობირებდა ამ საკითხს. მაგრამ ეს დამოკიდებულება არ შეცვლილა არც გერმანიის ახალი ხელისუფლების პირობებში.
7 იანვარს კიევში ვიზიტად მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა, განაცხადა, რომ ბერლინი დაეხმარება უკრაინას დიპლომატიით, მაგრამ არ მიაწვდის შეიარაღებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG