Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

COVID-19: საქართველოში 9 696 ახალი შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 28 პაციენტი


გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში COVID-19-ის 9 696 ახალი შემთხვევა აღირიცხა. ჩატარდა 47 803 ტესტი. გუშინ ეს მაჩვენებელი 11 039 იყო, 63 875 ტესტის ჩატარების ფონზე.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გასულ დღე-ღამეში გარდაიცვალა 28 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 701 -ს შეადგენს.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 5 408 -ით გაიზარდა განკურნებულთა რიცხვი და საერთო მაჩვენებელმა 962 035 -ს მიაღწია.

ამჟამად კარანტინის რეჟიმში რჩება 39 პირი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს მკურნალობას 4 557 პაციენტი, ხოლო კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 1 981-ს შეადგენს.

23 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის მაჩვენებელი არის 20,28%, ბოლო 14 დღის - 12,56%-ია; ბოლო 14 დღის - 12,56%, ბოლო 7 დღის - 15,66%.

კოვიდსაწინააღმდეგო სხვადასხვა სახის ვაქცინით საქართველოში სულ აცრილია - 2 656 703 ადამიანი, დღიურად აცრილთა რიცხვი 4 685-ს შეადგენს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG