Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში გირაოთი გაათავისუფლეს გამომძიებელი ჟურნალისტი, რომელიც პრეზიდენტის შესახებ რეპორტაჟის მომზადების შემდეგ დააკავეს


ყირგიზეთის ხელისუფლება იუწყება, რომ გამომძიებელი ჟურნალისტი ბოლოტ ტემიროვი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც მისი ოფისი გაჩხრიკეს და, ჟურნალისტის თქმით, მას ჯიბეში ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს.

ჟურნალისტის გირაოთი გათავისუფლების შესახებ განცხადება 23 იანვარს გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების განყოფილების ხელმძღვანელმა, რომელიც ელაპარაკა ტემიროვის გათავისუფლების მოთხოვნით სამინისტროსთან თავშეყრილ ათობით ჟურნალისტს, უფლებადამცველსა და აქტივისტს. განცხადებიდან მალე ტემიროვი მხარდამჭერებთან გამოჩნდა და თქვა, რომ ის ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით გაათავისუფლეს. ტემიროვმა დეტალები არ თქვა, თუმცა დასძინა, რომ ის დაუკონკრეტებელი ბრალდებებით იყო დაკავებული. პოლიციის განცხადებაში ეწერა, რომ ტემიროვი და მისი კოლეგა, ბოლოტ ნაზაროვი დააკავეს "უკანონო ნარკოტიკების შენახვის" ბრალდებით. ნაზაროვი კვლავაც დაკავებულია.

უსაფრთხოების ძალებმა 22 იანვარს ჩაატარეს გამოძიება YouTube-ის არხის, Temirov LIVE-ის დამფუძნებლის ოფისში. მანამდე ტემიროვმა ამ არხით აჩვენა რეპორტაჟი ყირგიზეთის პრეზიდენტზე, სადირ ჯაფაროვზე და ყირგიზეთის უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელზე, კამჩიბეკ ტაშიევზე. ჟურნალისტური გამოძიება ეხებოდა ტაშიევის ნათესავების შესაძლო კავშირებს ყირგიზეთის სახელმწიფო სანავთობო კომპანიასთან. ტაშიევმა შემდეგ ფეისბუკით დაწერა, რომ Temirov LIVE-ის მიერ მის შესახებ გადაცემული ინფორმაცია "სრული სიცრუე" იყო.

ტემიროვი შარშან მოხვდა იმ 12 ადამიანის სიაში, რომლებიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ანტიკორუფციული ბრძოლის დამცველებად აღიარა.

ნორვეგიაში განთავსებული ჰელსინკის კომიტეტი ტვიტერით წერს, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ცნობა პოლიციის მიერ ტემიროვის ჯიბეში მარიხუანის ჩადების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG