სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში მოჭიდავე ლევან გორგაძემ 2022 წლის სეზონის პირველი სუპერტურნირი - იანვრის ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა.
ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილ ქართველ რიკიშის, რომელიც გასულ შეჯიბრებაზე მეთხუთმეტე მაეგაშირას რანგში გამოდიოდა, ბოლო ტურის წინ ანგარიშზე შვიდ-შვიდი მოგება და წაგება ჰქონდა. გამარჯვების შემთხვევაში გორგაძე საბოლოო დადებით ბალანსს კაჩიკოშს ინაღდებდა, მაგრამ მეორე მაეგაშირა იჩინოჯოსთან წააგო.
იანვრის ბაშოზე უმთავრეს ჯილდოს - იმპერატორის თასს დაეუფლა სეკივაკე მიტაკეუმი. 29 წლის იაპონელმა პრესიჟული შეჯიბრების ჩემპიონის ტიტული მესამედ მოიპოვა და 26 იანვარს, იაპონიის სუმოს ასოციაციის დირექტორთა საბჭოსგან ოძეკის წოდებას მიიღებს.
დაწერეთ კომენტარი