Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპი გამოდის მოწოდებით უკრაინის კრიზისის გამო მსოფლიოში გაიმართოს "მშვიდობისთვის ლოცვის დღე"


რომის პაპი ფრანცისკე გამოვიდა მოწოდებით 26 იანვარს მსოფლიოში გაიმართოს "მშვიდობისთვის ლოცვის დღე", უკრაინის კრიზისის შესაჩერებლად. პაპმა ასევე თქვა, რომ საჭიროა გაიმართოს პოლიტიკური მოლაპარაკება, რომელიც დაეფუძნება "ადამიანთა ძმობას, ცალკეული ინტერესების ნაცვლად".

"შეშფოთებით ვადევნებ თვალს მზარდ დაძაბულობას, რომელიც ქმნის უკრაინაში მშვიდობისთვის ახალი დარტყმის მიყენების საფრთხეს, და კითხვის ქვეშ აყენებს ევროპის უსაფრთხოებას, კიდევ უფრო ფართო შედეგებით" - თქვა ფრანცისკემ 23 იანვარს, წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი მომლოცველების წინაშე გამოსვლისას.

ვატიკანს არ დაუკონკრეტებია დეტალები, როგორ აპირებს პაპი ამ დღის აღნიშვნას.

აშშ და ნატო გამოდიან გაფრთხილებით, რომ რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან 100,000-ზე მეტი სამხედროს თავმოყრა შესაძლოა ქვეყანაში შეჭრისთვის მზადება იყოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG