Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 8000-მდე ადამიანს


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 31 პაციენტი.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 35 082 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 7 947 შემთხვევა. 5 550-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირების 7 947 ახალი, დადასტურებული შემთხვევიდან ნახევარზე მეტი, 4 496 თბილისშია. საქართველოს რეგიონებიდან პირველ ადგილზე აჭარაა - 1 352 ახალი შემთხვევა.

24 იანვრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 22.65%;
  • ბოლო 7 დღის - 16.61%;
  • ბოლო 14 დღის - 13.08%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 1 059 392 შემთხვევა. მათგან 967 585 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 732 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG