Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Wikileaks-ის ასანჟმა პირველი გამარჯვება მოიპოვა ექსტრადიციის საქმის ბრიტანეთის უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების პროცესში


Wikileaks-ის დამფუძნებელმა, ჯულიან ასანჟმა პირველ ეტაპზე გამარჯვება მოიპოვა საიმისოდ, რომ ბრიტანეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს მისი აშშ-ში ექსტრადიციის საქმე.

ვაშინგტონს სურს ასანჟი გასამართლდეს WikiLeaks-ის მიერ ერაყის და ავღანეთის ომებთან დაკავშირებული, 500,000-მდე საიდუმლო სამხედრო ფაილის გამოქვეყნებისთვის.

დეკემბერში, ლონდონში სასამართლომ გააუქმა უფრო დაბალი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება 50 წლის ავსტრალიელი არ გაეგზავნათ აშშ-ში, რადგან იქ ის თვითმკვლელობის საფრთხის ქვეშ იქნებოდა.

ასანჟის ადვოკატებმა შემდეგ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს და განაცხადეს, რომ ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს "კანონის საკითხის და ზოგადი საჯარო მნიშვნელობის საფუძველზე".

"კანონის საკითხი" ეხება კანონებთან დაკავშირებულ კონკრეტულ კითხვებს, განსაკუთრებით საკითხებს, რომლებიც შესაძლოა ასახსნელი გახდეს მათთვის, ვინც არ არის იურიდიული სფეროს სპეციალისტი.

"რესპონდენტის საჩივარი კანონის საკითხის დასადასტურებლად გაცემულია", - ამბობენ მოსამართლეები, იან ბარნეტი და ტიმოთი ჰოლროიდი წერილობით განცხადებაში. მოსამართლეთა თქმით, თავად ისინი არ გასცემენ ასანჟზე უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების უფლებას, თუმცა ასანჟს ეს უფლება აქვს - შეუძლია "კანონის საკითხის" საფუძველზე საჩივარი შეიტანოს უმაღლეს ინსტანციაში, რომელიც შემდეგ გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა საქმე წარმოებაში.

გადაწყვეტილებას მიესალმნენ ასანჟის მომხრეები, რომლებიც სასამართლოსთან იყვნენ შეკრებილი.

XS
SM
MD
LG