გერმანიის პოლიციის ცნობით, სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ ჰაიდელბერგში, უნივერსიტეტის სალექციო დარბაზთან ერთმა თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა, რასაც მოჰყვა რამდენიმე ადამიანის დაჭრა.
24 იანვარს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში პოლიცია ამბობს, რომ თავდამსხმელი მკვდარია, თუმცა არ აკონკრეტებს, რა ვითარებაში დადგა მისი სიკვდილი და არც იმას ამბობს, რამდენი ადამიანია დაჭრილი ან რამდენად მძიმედ.
გერმანიის მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ შეიარაღებულმა თავდამსხმელმა თავი მოიკლა.
უსაფრთხოების წარმომადგენლების თქმით, პირველადი მონაცემები აჩვენებს, რომ თავდამსხმელს არ ჰქონდა პოლიტიკური ან რელიგიური მოტივი.
ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი უძველესია გერმანიაში, ის 1386 წელს არის დაარსებული. ქალაქში 160,000-მდე ადამიანი ცხოვრობს.
დაწერეთ კომენტარი