Accessibility links

site logo site logo

საქართველოში დამატებითი კოვიდ-შეზღუდვები არ წესდება


საქართველოს მთავრობასთან არსებული საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში ახალ შეზღუდვებს არ აწესებს. ამის შესახებ მედიას ინფორმაცია უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ გააცნო.

გასულ 24 საათში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 15 762 შემთხვევა. ეს ორწლიანი პანდემიის განმავლობაში, საქართველოსთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

"შემთხვევების მატება უკავშირდება "ომიკრონს", რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში და იმავე ქვეყნებიდან გამომდინარე მთავარი დასკვნა აქ არის ის, რომ "ომიკრონის" მიმდინარეობა ხშირ შემთხვევაში არის მსუბუქი და საშუალო მიმდინარეობის და დიდ ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე არ იწვევს... ბოლო ხუთი დღის განმავლობაში შემთხვევების დრამატული მატების მიუხედავად, [დატვირთვა] კლინიკურ სექტორში არ გვაქვს", - თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 075 154 შემთხვევა. მათგან 972 745 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 774 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG