Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთს და გერმანიას "დეესკალაცია“ სურთ - მაკრონი პუტინს ტელეფონით დაელაპარაკება


საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააფრთხილა რუსეთი, რომ ძალიან „ძვირი დაუჯდება,“ თუ უკრაინას თავს დაესხმება. მაკრონმა დაბეჯითებით თქვა, რომ პარიზი და ბერლინი ერთი აზრისა არიან, რომ საჭიროა „დეესკალაცია.“

საფრანგეთი და გერმანია რუსეთთან დიალოგს არ შეწყვეტენ, მაგრამ „თუ თავდასხმა მოხდა, შურისძიება მოხდება და რუსეთს ეს ძალიან ძვირი დაუჯდება“, -თქვა მაკრონმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთად ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე 25 იანვარს.

მაკრონის თანახმად, ის აპირებს 28 იანვარს ესაუბროს რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ტელეფონით და სურს გაერკვეს, რა განზრახვები აქვს მოსკოვს უკრაინის გარშემო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG