Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიბილოვი უკრაინაზე ელაპარაკა სეპარატისტული რეგიონიდან ჩასულ ფსიქიატრებს


ანატოლი ბიბილოვი
ანატოლი ბიბილოვი

უკრაინის გარშემო შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია მიმართულია რუსეთის დასუსტებისკენ. ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა უკრაინის სეპარატისტული რეგიონიდან, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან ცხინვალში ჩასულ ექიმებთან შეხვედრისას.

როგორც ადგილობრივი სააგენტო „რესი“ წერს, ცხინვალში „სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები, ქალაქ მაკეევკის ფსიქიატრიული საავადმყოფოს მთავარი ექიმი ელენა ბაბურა და მისი მოადგილე“.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა რესპუბლიკებმა ერთმანეთს მხარი დაუჭირონ ყველა სფეროში, მედიცინაშიც, განათლებაშიც, სპორტშიც და კულტურაშიც“, - უთხრა ბიბილოვმა რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენლებს. სააგენტო „რეს“-ს მოჰყავს ელენა ბაბურას სიტყვებიც, რომ „ერთად მიაღწევენ საკუთარი მოქალაქეების ფსიქიკურ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და სულიერ სიმშვიდეს“.

უკრაინის ორ სეპარატისტულ რეგიონს - დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებს დამოუკიდებელ ქვეყნებად არ ცნობს რუსეთიც კი. მსოფლიოში ერთადერთი წარმონაქმნი, რომელმაც 2014 წელს "აღიარა" ამ „რესპუბლიკების“ ე.წ. დამოუკიდებლობა, რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG