Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველმა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა გააცნო ევროსაბჭოს კომისარს


საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სტრასბურგში შეხვდა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს და ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ლომჯარიამ და მიატოვიჩმა განიხილეს საქართველოში არსებული მედია გარემო, თანასწორობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მონიტორინგის აუცილებლობა.

საქართველოს სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა ევროსაბჭოს კომისრის მხარდაჭერის მნიშვნელობას უფლებადამცველებისა და მედიის წარმომადგენელთა მიმართ, რომლებზეც ბოლო წლებში განსაკუთრებით გახშირდა ზეწოლა და თავდასხმები. საუბარი იყო სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის გაუქმებაზეც. ნინო ლომჯარიამ დუნია მიატოვიჩს გააცნო საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც სახალხო დამცველი ითხოვს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას.

საქართველოს სახალხო დამცველი ევროსაბჭოს ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან შესახვედრად სტრასბურგში 24 იანვარს გაემგზავრა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG