Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში ქალზე ძალადობის ბრალდებით პოლიციელი დააკავეს


პროკურატურამ დააკავა ზუგდიდის პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ბრალად ედება მეგობარ ქალზე ძალადობა. ძალადობის შესახებ სოციალური ქსელით გუშინ, 25 იანვარს გავრცელებული ვიდეოთი გახდა ცნობილი.

"25 იანვარს ქ. ზუგდიდში, პოლიციის თანამშრომელმა გ.ბ.-მ პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მეგობარ ქალს მ.თ.-ს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა", - აცხადებენ პროკურატურაში.

დაკავებულ პოლიციელს ბრალს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წაუყენებენ. მას ორ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ძალადობის ამსახველი კადრები პარტია "დროას" ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენელმა მარიამ სიჭინავამ გაავრცელა. მისი თქმით, ვიდეოს გადამღებმა მასალა ანონიმურობის დაცვის პირობით მიაწოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG