Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა ძებნილი პირების სიაში ალექსეი ნავალნის ძმაც შეიყვანა


ოლეგ ნავალნი თავის სასამართლო პროცესზე მოსკოვში, 2021 წლის თებერვალი.

საპატიმროში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ძმა, ოლეგი, ქვეყნის ძებნილთა სიაში შეიყვანეს.

ოლეგ ნავალნის გვარი რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილ პირთა სიაში გამოჩნდა 26 იანვარს. სიის გარშემო სხვა კომენტარი არ გაკეთებულა.

26 იანვარს მოსკოვის ლიუბლინოს რაიონის სასამართლომ გამოაცხადა, რომ ოლეგ ნავალნისთვის ერთწლიანი პირობითი პატიმრობის განაჩენის რეალურ პატიმრობაზე შეცვლის პროცესი გაიმართება 18 თებერვალს.

ოლეგ ნავალნის მოსკოვის სასამართლომ ერთწლიანი პირობითი პატიმრობა შარშან აგვისტოში მიუსაჯა, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისკენ საჯარო მოწოდებისთვის.

ის და მისი მომხრეები მიიჩნევენ, რომ განაჩენი პოლიტიკურადაა მოტივირებული.

კრემლის დაუნდობელი ოპონენტი, ალექსეი ნავალნი, ორნახევარი წლით იმყოფება კოლონიაში შარშან თებერვლის შემდეგ. სასჯელი მას წინა განაჩენის პირობების დარღვევის გამო გამოუტანეს.

მისი სასამართლო საქმე მიიჩნევა შეთითხნილად და პოლიტიკურად მოტივირებულად.

ნავალნი პუტინს თავის მოწამვლაში ადანაშაულებს ნოვიჩოკის ტიპის ნერვული გაზით.

კრემლი უარყოფს კავშირს ნავალნის მოწამვლასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG