Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი კატარის ლიდერს შეხვდება ევროპის ენერგორესურსებით მომარაგებაზე სასაუბროდ


ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 26 იანვარს თეთრ სახლში შეხვდება კატარის ლიდერს. შეხვედრის ფონია ვაშინგტონსა და მის ევროპელ მოკავშირეებს შორის მიმდინარე დისკუსიები იმის თაობაზე, თუ როგორ დააკმაყოფილონ ენერგომატარებლებზე მოთხოვნილება, თუკი რუსეთიდან მათი მიწოდება შემცირდება მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ საკიმ განაცხადა, რომ ბაიდენი და შეიხი ტამიმ ბინ ჰამად ალ-თანი ისაუბრებენ ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებაზე, გლობალური ენერგორესურსების სტაბილურობის დაცვასა და ვითარებაზე ავღანეთში, სადაც ჰუმანიტარული მდგომარეობა სერიოზულად გაუარესდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა დატოვა ქვეყანა და ხელისუფლების სათავეში თალიბანი მოვიდა.

კატარი გათხევადებული გაზის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია მსოფლიოში და, აშშ-ის აზრით, ის არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ ევროპას.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის 100 ათასზე მეტი სამხედროა თავმოყრილი. ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი სერიოზულ საფასურს გადაიხდის, თუკი ახალ ინტერვენციას განახორციელებს უკრაინაში.

კრიზისის შემთხვევაში ევროპას შეუძლია ბუნებრივი გაზი მიიღოს ჩრდილოეთ აფრიკიდან, ახლო აღმოსავლეთიდან, აზიიდან და შეერთებული შტატებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG