აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებმა დაიწყეს ოპერაცია სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩაძირულ ავიაგამანადგურებელ F-35-ის ამოსაღებად. ეს იქნება ძალზე რთული პროცესი, რომელსაც თვალყურს ადევნებს პეკინი, იტყობინება CNN-ი.
მეხუთე თაობის უახლესმა ავიაგამანადგურებელმა 24 იანვარს ავიამზიდ „კარლ ვინსონზე“ განახორციელა ავარიული დაჯდომა ზღვის თავზე გეგმური ფრენის შემდეგ. მფრინავმა წარმატებით მოახერხა კატაპულტირება და ის გადაარჩინეს. დაშავდა ავიამზიდის გემბანზე მყოფი რამდენიმე მეზღვაური.
აშშ-ის ფლოტი არ ამხელს თვითმფრინავის ამოღების ოპერაციის დეტალებს.
სამხრეთ ჩინეთის ზღვა ტერიტორიული დავის საგანია რამდენიმე ქვეყანას, მათ შორის ჩინეთსა და აშშ-ს შორის. პეკინი ტერიტორიის 90%-ს, დაახლოებით ერთ მილიონ კვადრატულ მილს, თავისად მიიჩნევს. რეგიონში თავის უფლებებს ჩინეთი ასაბუთებს 1947 წლის რუკის საფუძველზე.
მეზობელი ქვეყნები პეკინის პრეტენზიებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და გაეროს საზღვაო კანონმდებლობას ემყარებიან. 2016 წელს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა ფილიპინების განცხადების საფუძველზე გადაწყვიტა, რომ ჩინეთის პრეტენზიები უსაფუძვლოა. პეკინმა არ აღიარა სასამართლოს გადაწყვეტილება.
დაწერეთ კომენტარი