Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ტესტირებით დადასტურებულია კორონავირუსის კიდევ 17000-ზე მეტი შემთხვევა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 27 პაციენტი.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 73 250 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 17 484 შემთხვევა. 2 699-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის "ომიკრონ" ვარიანტი. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ინფიცირებულთა 90%-ს "ომიკრონი" აქვს. ოფიციალური სტატისტიკით, 27 იანვრის დილისთვის, საერთო ჯამში, 113 771 აქტიური შემთხვევაა. მათგან საავადმყოფოებში მკურნალობს 4 714 ადამიანი.

27 იანვრის დილისთვის დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 23.87%;
  • ბოლო 7 დღის - 20.58%;
  • ბოლო 14 დღის - 16.51%.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 110 168 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 840 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG