Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დააკავეს ჯარისკაცი, რომელმაც ხუთი გვარდიელი მოკლა


უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედროები. ფოტო გადაღებული 2020 წელს.
უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედროები. ფოტო გადაღებული 2020 წელს.

უკრაინის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცი არტემი რიაბჩუკი, რომელმაც ქალაქ დნეპრში ცეცხლი გაუხსნა სამხედროებს, რომლებთან ერთადაც მსახურობდა, დაკავებულია. ამის თაობაზე იტყობინება უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო.

სროლის დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ქალი, რომელსაც სამხედროებთან კავშირი არ ჰქონია. დაჭრილია ხუთი ადამიანი.

ინციდენტი მოხდა ქალაქ დნეპრში, 27 იანვარს, დილით, მანქანათმშენებელი ქარხნის, „იუჟმაშის“ ტერიტორიაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „ეროვნული გვარდიის ვადიანმა ჯარისკაცმა, არტემი იურის ძე რიაბჩუკმა, დაბადებულმა 2001 წელს, იარაღის გაცემის დროს დაუდგენელი მიზეზით ავტომატით დახვრიტა ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების ყარაული.“

რიაბჩუკი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ ის მალე დააკავეს. არსებული ცნობით, რიაბჩუკს ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ჩაუტარებენ. შეიქმნება ასევე კომისია, რომელიც გაარკვევს, რამ მიიყვანა ჯარისკაცი ამ ქმედებამდე. რიაბჩუკი შარშან შემოდგომიდან ირიცხება გვარდიაში და მას დადებითად ახასიათებენ, არავითარ გადახრებში ის შემჩნეული არ ყოფილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG