Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ შეაჩერა სისხლიანი შეტაკებები ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვართან


ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ოფიციალურმა პირებმა 28 იანვარს გააფორმეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, მას შემდეგ, რაც ამ ორი ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს შორის საზღვართან მომხდარ შეტაკებებს ემსხვერპლა სულ მცირე ორი ადამიანი, არიან დაჭრილებიც.

შეტაკებებმა 27 იანვარს იფეთქა და ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის ყველაზე ინტენსიური ძალადობა იყო მას მერე, რაც მსგავს დაპირისპირებას გასულ წელს ათობით პირი შეეწირა. შეტაკებები მოხდა ორ ქვეყანას შორის ბუნდოვნად გავლებულ სასაზღვრო ზოლთან, ბლოკირებული გზის გამო მომხდარ კონფლიქტში.

ტაჯიკეთის ეროვნული უშიშროების სახელმწიფო კომიტეტი აცხადებს, რომ დაიღუპა ორი და დაიჭრა ათი ადამიანი, მათ შორის უსაფრთხოების ძალების ექვსი წევრი და ოთხი სამოქალაქო პირი.

28 იანვარს, დილით, ყირგიზეთის საზღვრის დაცვის სამსახურმა გამოაცხადა, რომ მიაღწია ცეცხლის შეწყვეტის სრულ შეთანხმებას, მას მერე, რაც ორი მხარის ოფიციალურმა პირებმა მოლაპარაკებები გამართეს.

შეთანხმების თანახმად, საზღვრიდან ორივე მხარე გაიყვანს დამატებით ძალებს და შეიარაღებას, გახსნის გზატკეცილს და საზღვარზე ერთობლივ პატრულირებას აამოქმედებს.

ყირგიზეთ-ტაჯიკეთის 970-კილომეტრიანი საზღვრის დაახლოებით ნახევარი დემარკაციას უნდა დაექვემდებაროს, რაც იწვევს დაძაბულობას მას მერე, რაც სამი ათწლეულის წინ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ორმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG