Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და აშშ კვლავ მზად არიან დიპლომატიური ძალისხმევისთვის, უკრაინის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად


სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

რუსეთმა 27 იანვარს გამოაცხადა, რომ აშშ-სგან "პოზიტიური პასუხი არ მიუღია" უკრაინის საკითხთან და რუსეთის უსაფრთხოების მოსაზრებებთან მიმართებით, თუმცა სივრცე კვლავ რჩება რამდენიმე საკითხის გარშემო დიალოგის გასაგრძელებლად.

როგორც მოსალოდნელი იყო, აშშ-მა და ნატომ 26 იანვარს უარყვეს მოსკოვის მოთხოვნა ნატოს კარი სამუდამოდ დახურულიყო უკრაინისთვის და განაცხადეს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ნატოელი მოკავშირეების სამხედროების და აღჭურვილობის განთავსება განხილვას არ ექვემდებარება. თუმცა, მოსკოვისთვის გაგზავნილ წერილში აშშ განსაზღვრავს, მისი თქმით, "სერიოზულ დიპლომატიურ გზას" უკრაინის კრიზისის განმუხტვის მიზნით. ახლა ჯერი იმაზეა, თუ როგორ უპასუხებს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აშშ-ის შეთავაზებას.

კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა 27 იანვარს ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-ის პასუხში არ ჩანს ნება, გათვალისწინებული იქნას რუსეთის შეშფოთება და ის ოპტიმიზმისთვის "მცირე სივრცეს ტოვებს". თუმცა, პესკოვმა დასძინა -"დიალოგის გასაგრძელებლად პერსპექტივა ყოველთვის არის, ეს როგორც ჩვენს, ისე ამერიკელების ინტერესებშია".

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, უგულებელყოფილ იქნა რუსეთის მთავარი მოთხოვნა - რომ უკრაინა ნატოს წევრი არ გახდება - მაგრამ სხვა საკითხებთან მიმართებით წინსვლა შესაძლებელია.

სერგეი ლავროვის კომენტარი აშშ-ის წერილობით პასუხზე
please wait

No media source currently available

0:00 0:07:19 0:00

პარალელურად, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ და მისი მოკავშირეები მზად არიან "გადამწყვეტი ფორმით უპასუხონ" რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრას, თუ ეს მოხდება.

აშშ გამოდის მოწოდებით, 31 იანვარს გაიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოს საჯარო შეხვედრა, რომელზეც განიხილავენ რუსეთის სამხედრო ძალების ზრდას უკრაინის საზღვართან - "საკითხს, რომელიც უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG