რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, თავის ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს, განუცხადა, რომ აშშ-ისა და ნატოს პასუხები მოსკოვის მოთხოვნებზე უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, კრემლის მთავარ შეშფოთებათა "უგულებელყოფას" წარმოადგენს. 27 იანვარს ორ ლიდერს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლის განცხადების მიხედვით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თქმით, რუსული მხარე "ყურადღებით" შეისწავლის წერილობით პასუხებს, "რომელთა შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ქმედებების შესახებ".
რუსეთი დასავლეთისგან მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს უკრაინის გარშემო კრიზისის დეესკალაციის სანაცვლოდ. კრიზისი გამწვავდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დაახლოებით 100 000-იანი ჯარი განათავსა უკრაინის საზღვრებთან.
დაწერეთ კომენტარი