Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ ახალგორში სამუშაოდ ექიმებს რუსეთიდან ჩაიყვანენ


ახალგორი

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ჯანმრთელობისა და სოციალური განვითარების მინისტრი სოსლან ნანიევი სამუშაო ვიზიტით ოკუპირებულ ახალგორს ეწვია. იგი ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებს და რაიონული საავადმყოფოს მედპერსონალს შეხვდა. ამის შესახებ ოსური მედია იუწყება.

საზოგადოების წარმომადგენლებმა ჯანდაცვის სფეროში და რაიონულ საავადმყოფოში არსებულ პრობლემებზე დასვეს კითხვები. ყველაზე მთავარი პრობლემა რაიონისთვის მაღალკვალიფიციური კადრების ნაკლებობაა. ნანიევმა თქვა, რომ ახალგორში თებერვლიდან ქირურგი, ანესთეზიოლოგი და რეანიმატოლოგი სამუშაოდ ჩავლენ. მისი აზრით, ასეთი სპეციალისტების ყოფნა ადგილზე, მუდმივ სამუშაო რეჟიმში, აუცილებელი და გადაუდებელი ოპერაციების ჩასატარებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„რუსეთიდან ჩამოდიან სპეციალისტები, იცხოვრებენ და იმუშავებენ ლენინგორში. რაიონული საავადმყოფო ასევე მიიღებს აპარატურას ლაპაროსკოპიული ოპერაციებისთვის“, - განაცხადა ნანიევმა.

ახალგორელებმა პედიატრის არყოფნის საკითხიც დააყენეს, მათი თქმით, რესპუბლიკურ სამედიცინო ცენტრამდე გრძელ გზაზე პატარა ბავშვების, განსაკუთრებით ჩვილების გადაყვანა მოუხერხებელია. დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი ამ საკითხის მოგვარებასაც დაჰპირდა. მისივე თქმით, ადგილობრივი საავადმყოფოს რენტგენის განყოფილება მალე დაიწყებს მუშაობას. პრობლემა, რომელიც ახალგორის თითქმის ყველა მაცხოვრებელს აწუხებს, ესაა, პაციენტების თბილისისკენ გადაყვანა, როდესაც საჭიროა გადაუდებელი მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დახმარება, რაც ყოველთვის არ არის შესაძლებელი ცხინვალის სამედიცინო ცენტრშიც კი და პაციენტი გრძელ და დამღლელ გზას ვერც ვერც გაუძლოს ახალგორიდან ცხინვალამდე.

„რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გამგზავრების შესაძლებლობას გვაძლევენ, მაგრამ ნებართვის აღების პროცედურას დიდი დრო სჭირდება და ბევრი ბიუროკრატიული დაბრკოლებაა და ზოგჯერ ყოველი საათი შეიძლება გადამწყვეტი იყოს ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად“, - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები. ასეთ არგუმენტებს სოსლან ნანიევი დაეთანხმა და მარშრუტის მექანიზმის გამარტივების საკითხს შესწავლას დაჰპირდა. „ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა პრიორიტეტია. მძიმე, გადაუდებელ შემთხვევებში, თუნდაც ზომიერი სიმძიმის შემთხვევაში, გაუარესებული დინამიკით, როდესაც გაცნობიერებულია შორი გზის საშიშროება, გადაწყვეტილებების მიღება შესაძლებელია ადგილობრივი ექიმებისა და ადმინისტრაციის დონეზე მოხდეს, სატელეფონო კონსულტაციის შედეგად, სამინისტროსთან. “, - განაცხადა დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG