Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსის 18 274 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 41 ადამიანი


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 41 პაციენტი. 8 400-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 84 762 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 18 274 შემთხვევა. ამჟამად ქვეყანაში აქტიურად ცირკულირებს კორონავირუსის ვარიანტი "ომიკრონი".

ოფიციალური სტატისტიკით, 28 იანვრის დილისთვის, საერთო ჯამში, 135 243 აქტიური შემთხვევაა. მათგან საავადმყოფოებში მკურნალობს 5 084 ადამიანი, 1 033 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 21,56%
  • ბოლო 7 დღის - 22,67%;
  • ბოლო 14 დღის - 18,99 %.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 145 508 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 911 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG