Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თბილისი ენერჯი:“ გლდანში უბედურ შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა


თბილისში, გლდანის რაიონში, სავადაუროდ CO-ს დაგროვებას ხუთი ადამიანის, 3 მცირეწლოვნის და ორი ზრდასრულის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ინფორმაციას მომხდარის შესახებ გაზის კომპანია, "თბილისი ენერჯი" ავრცელებს.

როგორც კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს ბინაში შესვლისას გაზქურის ღუმელი ღია და ანთებული დახვდათ.

„დღეს უბედური შემთხვევა მოხდა. გლდანის 2 მ/რ-ში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, 3 მცირეწლოვანი და 2 ზრდასრული ადამიანი გარდაიცვალა. უსაფრთხოების ნორმების გათვალიწინებით გაზქურის და მისი ღუმელის გათბობის მიზნით გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია. ასეთი შემთხვევის დროს ბინაში CO-ს დაგროვება ხდება, რაც სიცოცხლისთვის სახიფათოა. ჩვენი სპეციალისტების მიერ, პირველადი დათვალიერების შედეგად სავარაუდოა, რომ აღნიშნული ფაქტი ამ უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი გახდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და მისი დასრულების შემდეგ უკვე დაზუსტებით გვექნება პასუხი მომხდარი ფაქტის გამომწვევ მიზეზებზე", - ნათქვამია "თბილისი ენერჯის" განცხადებაში. კომპანია მოქალაქეებს მოუწოდებს, არ გარისკონ საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე და არ გამოიყენონ აკრძალული დანადგარები და გაზქურა გასათბობად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG