30 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს 18+ მოსახლეობის 42,4% (1 219 428 ადამიანი) სრულად ვაქცინირებულია. სტატისტიკურ მონაცემებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
NCDC-ის ინფორმაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო "ბუსტერ დოზა" გაკეთებული აქვს 155 915 ადამიანს.
ასევე:
- სრულად აცრილია 12-15 წლის მოზარდების 1,54% (2 737);
- 16-17 წლის მოზარდების 13,37% (10 840).
საქართველოში 30 იანვარს კორონავირუსის 17 265 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 34 ადამიანი.
დაწერეთ კომენტარი