Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 13000-ზე მეტ ადამიანს, 35 გარდაიცვალა


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 35 პაციენტი. 8 503-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 45 623 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 13 150 შემთხვევა.

კვირა დღეს ტესტირების მაჩვენებელი, როგორც წესი, შემცირებულია და, შესაბამისად, წინა დღეებთან შედარებით ნაკლებია ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვი, რომელიც ორშაბათობით ქვეყნდება. გასული 5 დღის განმავლობაში, როცა 24 საათში ტესტს იკეთებდა საშუალოდ 70 000 ადამიანი, ინფიცირების მაჩვენებელი 17 000-18 000-ს აჭარბებდა.

31 იანვრის დილის მონაცემებით, ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 28.82%;
  • ბოლო 7 დღის - 23.8%;
  • ბოლო 14 დღის - 20.75%.

ოფიციალური სტატისტიკით, 31 იანვრის დილისთვის საქართველოში საერთო ჯამში, 151 139 აქტიური შემთხვევაა. მათგან საავადმყოფოებში მკურნალობს 5 433​ ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 175 923 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 14 980 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG