Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთმა კორეამ დაადასტურა, რომ გამოცადა საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა


კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს მიერ 30 იანვარს გავრცელებული ფოტოები.
კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს მიერ 30 იანვარს გავრცელებული ფოტოები.

ჩრდილოეთმა კორეამ დაადასტურა, რომ გამოცადა საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც უნარი შესწევს, მისწვდეს აშშ-ის ტერიტორია გუამს. ეს სტალინისტური სახელმწიფოს მიერ იარაღის ყველაზე წარმატებული გამოცდაა წლების განმავლობაში.

ფხენიანმა მიმდინარე წლის დასაწყისიდან უკვე შვიდჯერ მოაწყო იარაღის გამოცდა, რაც ერთი კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ იარაღის გამოცდის სარეკორდო მაჩვენებელია.

მანამდე ჩრდილოეთმა კორეამ განაცხადა, რომ შეწყვეტს გრძელი რადიუსისა და ბირთვული იარაღის გამოცდაზე მორატორიუმს.

როგორც ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურმა საინფორმაციო სააგენტომ განაცხადა 31 იანვარს, Hwasong-12-ის გამოცდის მიზანი იყო რაკეტის სიზუსტის შეფასება.

ფხენიანის ამ განცხადებამდე აშშ-ის მაღალი რანგის ანონიმმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ ვაშინგტონი შიშობს, რომ ჩრდილოეთი კორეა შესაძლოა ბირთვული იარაღისა და საკონტინენტთაშორისო რაკეტების გამოცდისთვის ემზადებოდეს. მან 30 იანვარს ფხენიანს მოუწოდა, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ჩაერთოს პირდაპირ მოლაპარაკებებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG