Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში კიდევ ორ პირს მიუსაჯეს პატიმრობა ლუკაშენკას "შეურაცხყოფისთვის"


ბელარუსის მოქალაქე ვოლჰა კაკუშკინას 31 იანვარს 18 თვით მიუსაჯა პატიმრობა აღმოსავლეთის ქალაქ ბაბრუისკის სასამართლომ, ალიაქსანდრ ლუკაშენკას და ავტორიტარული რეჟიმის სხვა ოფიციალური პირების "შეურაცხყოფისთვის", მას შემდეგ, რაც მას ტელეფონში აღმოუჩინეს სურათები, რომლებზეც ამ ოფიციალურ პირებს დასცინოდნენ.

კუკუშკინას წინააღმდეგ გამოძიება შემოდგომაზე დაიწყო, მას მერე, რაც პოლიციამ მისი სახლი გაჩხრიკა და მის ტელეფონში აღმოაჩინა ფოტოშოპით დამუშავებული სურათები, რომლებზეც ლუკაშენკას და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს ნაცისტური უნიფორმები ეცვათ. ჩხრეკა ჩატარდა გამოძიების ფარგლებში, რომლის მიზანი იყო ფოტოების ავტორის პოვნა.

ასევე 31 იანვარს დასავლეთის ქალაქ ბრესტში სასამართლომ ადგილობრივ მცხოვრებს, ვიაჩასლაუ პანასიუკს ორი წლით მიუსაჯა ღია ციხე - სასჯელი, რომლის მოხდის დროსაც პირი საგანგებო საცხოვრებელში ცხოვრობს და თავდებით გათავისუფლებულის მსგავსი შეზღუდვები აქვს დაწესებული. პანასიუკი დამნაშავედ ცნეს ჰროდნის რეგიონის გუბერნატორის შეურაცხყოფაში ინტერნეტით გამოქვეყნებული სიტყვებით.

კუკუშკინა და პანასიუკი ორი პირია ბელარუსის იმ ბევრ მოქალაქეს შორის, რომელთა გასამართლებაც უკავშირდებოდა ქვეყანაში გამართულ საპროტესტო გამოსვლებს. აქციები მოჰყვა 2020 წლის აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს, რომლის შედეგადაც გამარჯვებულად ლუკაშენკა გამოაცხადეს - ოპოზიცია და ბელარუსის ბევრი მოქალაქე კი არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

XS
SM
MD
LG