Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლინკენმა ლავროვთან საუბარში რუსეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრებიდან


ენტონი ბლინკენისა (მარცხნივ) და სერგეი ლავროვის შეხვედრა ჟენევაში. 21 იანვარი.
ენტონი ბლინკენისა (მარცხნივ) და სერგეი ლავროვის შეხვედრა ჟენევაში. 21 იანვარი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბარში რუსეთს მოუწოდა დაძაბულობის დაუყოვნებლივი დეესკალაციისა და უკრაინის საზღვრებიდან ჯარების გაყვანისკენ.

მას შემდეგ, რაც ბლინკენი ლავროვს ელაპარაკა, სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის საგარეო-პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა კვლავ გაიმეორა, რომ ვაშინგტონი ერთგულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და განაცხადა, რომ ყოველ ქვეყანას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკა და მოკავშირეები.

ბლინკენი „გამოვიდა მოწოდებით, რუსეთმა დაუყოვნებლივ მოახდინოს დეესკალაცია და გაიყვანოს ჯარები და ტექნიკა უკრაინის საზღვრებიდან“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

უკანასკნელი თვეების განმავლობაში უკრაინის საზღვრებთან რუსეთმა 100 ათასზე მეტ ჯარისკაცსა და სამხედრო ტექნიკას მოუყარა თავი. დასავლეთის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ რუსეთი შესაძლოა უკრაინაში შეჭრას გეგმავდეს. მოსკოვი უარყოფს ომისთვის მზადებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG