ლიკვიდირებულია ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის მახლობლად, 1 თებერვალს გაჩენილი ხანძარი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარზე ცეცხლი ორ კერაზე იყო გავრცელებული და რთული რელიეფის გამო, პირველ ეტაპზე ხანძრის ქრობის სამუშაოები ინდივიდუალური აღჭურვილობის გამოყენებით მიმდინარეობდა, სიტუაციის შეფასების შემდეგ კი მოხერხდა კერების სიახლოვეს სპეციალური ტექნიკის მიყვანა.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარს მთელი ღამის განმავლობაში აქრობდა 30-მდე მეხანძრე-მაშველი.
დაწერეთ კომენტარი