Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ უარყო ნავალნის თხოვნა მოეხსნას "ტერორისტის" სტატუსი


რუსეთის ვლადიმირის რეგიონის სასამართლომ უარყო პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თხოვნა, მოეხსნას მისთვის შეფარდებული "ტერორისტის და ექსტრემისტის" სტატუსი. პეტუშკის ოლქის სასამართლომ გადაწყვეტილება 1 თებერვალს გამოაცხადა.

როგორც ფედერალური პენიტენციარული სამსახურის წარმომადგენლებმა სხდომაზე თქვეს, ნავალნის ეს სტატუსი დაუკავშირდა იმიტომ, რომ "მას ჩადენილი აქვს კანონების და რეგულაციების ადმინისტრაციული დარღვევები, მან დააფუძნა ორგანიზაცია, რომელიც ექსტრემისტულად იქნა გამოცხადებული და იმ გამოძიების გამო, რომელიც დაიწყო მისი, როგორც ექსტრემისტის გარშემო".

სასამართლოს განჩინებას ერთი კვირით უძღოდა წინ რუსეთის შესაბამისი უწყებების მხრიდან ნავალნის და მისი რამდენიმე მოკავშირის შეყვანა ტერორისტების და ექსტრემისტების ფედერალურ სიაში. ნავალნის იმ მოკავშირეთა უმრავლესობა, რომლებიც ამ სიაში მოხვდნენ, საზღვარგარეთაა, რადგან შიშობდნენ, რომ რუსეთში მათი უსაფრთხოება დაცული არ იყო.

ნავალნი და მისი მომხრეები ამ ნაბიჯს გმობენ და მას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

ნავალნი სასამართლო სხდომაში ვიდეოჩართვით მონაწილეობდა კოლონიიდან. მისი თქმით, მას ტერორისტის სტატუსი შეეფარდა იმიტომ, რომ "ხელისუფლებაში მყოფები არიან არა მხოლოდ ქურდები და ფარისევლები, არამედ გარკვეული პათოლოგიური მატყუარები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია მათ გარშემო ყველას ბრალი დასდონ საზარელ რაღაცებში და ეს გააკეთონ კატეგორიული ფორმით - 'ეს ადამიანი ტერორისტია'".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG