Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში წლიური ინფლაცია 14%-ს მიუახლოვდა


2022 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 1.1% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს, 3 თებერვალს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, წლიური ინფლაციის დონე 13.9%-ია.

2022 წლის იანვარში, 2021 წლის დეკემბერთან შედარებით, ფასები 2.9%-ით გაიზარდა საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიის და აირის ჯგუფში და 2.5%-ით სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში. 3.8%-ით გაიაფდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

წლის განმავლობაში ფასების ყველაზე დიდი, 44.8%-იანი მატება იყო საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიის და აირის ჯგუფში:

  • ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები გაძვირდა 68%-ით;
  • წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება 58%-ით.

ფასები 16.2%-ით გაიზარდა ტრანსპორტის ჯგუფში და ამდენივეთი სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში. საკვები პროდუქტებიდან გაძვირდა:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული 23.3%-ით;
  • პური და პურპროდუქტები 20.5%-ით;
  • ზეთი და ცხიმი 19.6%-ით;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 18.2%-ით;
  • თევზეული 16.6%-ით;
  • რძე, ყველი და კვერცხი 14.4%-ით;
  • ხილი და ყურძენი 13.7%-ით;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები 11.9%-ით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG