თურქეთი და უკრაინა ხუთშაბათს ხელს მოაწერენ ორ ქვეყანას შორის ისტორიულ სავაჭრო შეთანხმებას, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცებას. „ვიმედოვნებთ, რომ ხვალ ხელს მოვაწერთ უკრაინასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ახალი თაობის შეთანხმებას, რომელიც ათწლიანი მოლაპარაკების ნაყოფს წარმოადგენს“, - მოჰყავს სააგენტო „ანადოლუს“ თურქეთის ვაჭრობის მინისტრის, მეჰმედ მუსის მიერ 2 თებერვალს ნათქვამი სიტყვები.
შეთანხმებაზე ხელმოწერა უკრაინაში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის ვიზიტის დროს, 3 თებერვალს იგეგმება. ორი ქვეყნის ლიდერები მონაწილეობას მიიღებენ ასევე ღონისძიებებში, რომლებიც თურქეთსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს მიეძღვნება.
გასულ წელს სავაჭრო ბალანსი თურქეთსა და უკრაინას შორის 6,4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ანკარა და კიევი იმედოვნებენ, რომ ახალი სავაჭრო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა წელს 10 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.
თურქეთის პრეზიდენტი უკრაინას ეწვევა. იგეგმება ისტორიული სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერა

ყველაზე პოპულარული
1
დაწერეთ კომენტარი