Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს: დიდი წვლილი შეიტანეთ რუსეთში სულიერებისა და ტრადიციული ფასეულობების აღორძინებაში


სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს აღსაყდრებიდან ცამეტი წლისთავი მიულოცა.

„თქვენო უწმინდესობავ!

მიიღეთ ჩვენი გულითადი მილოცვა აღსაყდრების დღესთან დაკავშირებით!

მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო, რომ პირველ იერარქად თქვენი მსახურების წლებში თქვენ დიდი წვლილი შეიტანეთ რუსეთში სულიერებისა და ტრადიციული ფასეულობების აღორძინებაში.

დღეს, როგორც არასდროს, მთელი მსოფლიო დგას დიდი გამოწვევების წინაშე. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების დაცვას. თქვენ გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას, სულის სიმტკიცეს, სულიერ სიხარულს და ღვთის შეწევნას ყველა საღვთო საქმეში“, - წერს ილია მეორე კირილს.

მილოცვა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ვებსაიტზე 2 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG