Accessibility links

site logo site logo

საქართველოს მოციგურავეთა ნაკრები გუნდურ შეჯიბრებაში მეშვიდე ადგილზეა


მორის ყვითელაშვილი

პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ფიგურულ ციგურაობაში გუნდური შეჯიბრება დაიწყო და ოთხი დისციპლინიდან სამში: მამაკაცებში, სპორტულ ცეკვებსა და წყვილებში მოკლე პროგრამები გაიმართა. მსოფლიოს ათ საუკეთესო გუნდს შორის, ოლიმპიური მედლებისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრებიც ჩაება და მიმდინარე შედეგებით მეშვიდე ადგილს იკავებს.

მამაკაცების მოკლე პროგრამაში, მორის ყვითელაშვილმა მეოთხე შედეგი აჩვენა, 92,37 ქულით. სპორტულ ცეკვებში გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას წყვილმა 64,60 ქულა მიიღო და შეჯიბრება მერვე ადგილით დაასრულა. წყვილთა მოკლე პროგრამაში კი კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ 64,79 ქულით მეექვსე პოზიცია დაიკავეს.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებს თხუთმეტი ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა. მოკლე პროგრამას 6 თებერვალს დაასრულებენ ქალები, საქართველოს სახელით კონკურენციაში ანასტასია გუბანოვა ჩაებმება. შემდეგ კი, გუნდური შეჯიბრების საერთო შედეგებით, ხუთი საუკეთესო ნაკრები თავისუფალ პროგრამაში გააგრძელებს მედლებისთვის ბრძოლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG