Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Youtube-მა უკრაინელი სეპარატისტების რამდენიმე არხი დაბლოკა


კორპორაცია Google-ის ვიდეოსაიტმა, Youtube-მა, უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების რამდენიმე არხი დაბლოკა. მათ შორის არიან სეპარატისტული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. მილიციის ინფორმაციის და მართვის სამინისტროს, ასევე სააგენტო „ლუგანსკიინფოცენტრის“, სეპარატისტული „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ ე.წ. სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის და მისი სახალხო მილიციის პრესსამსახურის არხები.

ამ არხებზე შესვლის მცდელობისას ჩნდება ცნობა, რომ ეს ანგარიში დაიხურა "Youtube-ის თემის წესების დარღვევის გამო“. არ არის ცნობილი, რა გახდა ბლოკირების კონკრეტული მიზეზი.

სეპარატისტები თვლიან, რომ ამგვარად მიმდინარეობს „დონბასის შესახებ მართებული ინფორმაციის საინფორმაციო ველის გაწმენდა“. Youtube-მა 4 თებერვალს დახურა ასევე უკრაინის ტელეარხ „პირველი დამოუკიდებლის“ და UkrLive-ის ანგარიშები. მათ პირდაპირი კავშირი აღმოსავლეთი უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებთან არ აქვთ. ეს არხები შეიქმნა მაშინ, როცა კიევმა სანქციები დაუწესა პრორუსულად მიჩნეული პარტიის, „ცხოვრებისათვის", ტელეარხებს.

აშშ-მა დაზვერვისგან მიიღო მონაცემები, საიდანაც ჩანს, რომ რუსეთმა შეიმუშავა გეგმა, ორგანიზება გაუკეთოს ყალბ თავდასხმას, რომელიც უკრაინაში შეჭრის გასამართლებლად გამოდგება. ამ ცნობით, რუსეთი აპირებს უკრაინაში შეჭრის საბაბად გამოიყენოს ყალბი ვიდეოები, რომლებზეც აღმოსავლეთ უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობა ნაჩვენები იქნება, როგორც ვითომ თავდასხმის მსხვერპლი.

The New York Times-ი წერდა, რომ ასეთი ვიდეოს გავრცელების გეგმა გულისხმობდა რუსეთის საზოგადოებაში აღშფოთების განწყობის შექმნას და უკრაინის გენოციდში დადანაშაულებას. ამას უნდა მოჰყოლოდა დონბასელი სეპარატისტების მიმართვა რუსეთის მიმართ, ჩარეულიყო კონფლიქტში. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-მა გამოაქვეყნა რუსეთის გეგმა, რათა ჩაეფუშა ის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG