Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 1 დეკემბრიდან ნორვეგიის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს


ნატოს მოქმედი გენერალური მდივანი, ნორვეგიელი იენს სტოლტენბერგი, რომელსაც 30 სექტემბერს ეწურება ალიანსის გენერალური მდივნის თანამდებობაზე მუშაობის ვადა, ნორვეგიის ცენტრალური ბანკის მომდევნო თავმჯდომარედ დაინიშნა. ამის შესახებ Norges Bank-ის ამჟამინდელმა მმართველმა, აუსტინ ოლსენმა განაცხადა მას შემდეგ, რაც ნორვეგიის მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილება გახდა ცნობილი.

„ნორგეი ბანკის სახელით, მსურს მივულოცო იენს სტოლტენბერგს ბანკის ხელმძღვანელად დანიშვნა. მე ვიცნობ ბატონ სტოლტენბერგს, როგორც კომპეტენტურ და დაინტერესებულ ეკონომისტს. დარწმუნებული ვარ, რომ თავისი დიდი გამოცდილებით ის წარმატებით გაართმევს თავს ამ როლს“, - განაცხადა ოლსენმა და დასძინა, რომ იენს სტოლტენბერგი თანამდებობას დაიკავებს არაუადრეს მიმდინარე წლის 1 დეკემბრიდან, როდესაც ოფიციალურად ამოიწურება ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე მისი მუშაობის ვადა.

ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი 2014 წლიდან არის ნატოს გენერალური მდივანი. ნორვეგიის ცენტრალურ ბანკში სტოლტენბერგი პასუხისმგებელი იქნება პროცენტული განაკვეთების დადგენასა და ფინანსური სტაბილურობის მართვაზე, ასევე მან თვალყური უნდა ადევნოს ნორვეგიის ნაციონალური კეთილდღეობის ფონდს, რომელიც მსოფლიოში უმახვილეს, 1,4 ტრილიონი ამერიკული დოლარის მოცულობის, აქტივებს განკარგავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG