Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დოიჩე ველეს“ ბიურომ მოსკოვში მუშაობა შეწყვიტა


გერმანიის სამაუწყებლო კომპანიის, „დოიჩე ველეს“ (DW) ბიურომ მოსკოვში მუშაობა შეწყვიტა 4 თებერვალს მას მერე, რაც წინა დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მაუწყებლობა აუკრძალა სადგურს და მის კორესპონდენტებს აკრედიტაცია გაუუქმა.

ამის თაობაზე იტყობინება მაუწყებლის ინგლისურენოვანი გვერდი. ამავე ცნობით, ჟურნალისტებმა ჩააბარეს თავიანთი სააკრედიტაციო საბუთები. უფრო ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ, განაცხადა, რომ რეპორტიორებს ამის გაკეთება დაევალათ 4 თებერვლის ბოლომდე. ამასთან, ზახაროვას თქმით, ჟურნალისტებს ქვეყნის დატოვება არ ევალებათ. რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება „დოიჩე ველესთვის“ მაუწყებლობის აკრძალვის შესახებ ახსნა, როგორც საპასუხო ნაბიჯი გერმანიის მარეგულირებელი უწყების 1 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, აეკრძალა მაუწყებლობა რუსული ტელეარხ RT-ისთვის, რომელსაც მუშაობის ლიცენზია არ ჰქონდა.

გერმანიამ და ევროკავშირმა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯს უწოდეს უსაფუძვლო და მიუღებელი. ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პეტერ სტანომ განაცხადა, რომ „დოიჩე ველეს“ საქმიანობა არანაირად არ უკავშირდება RT-ს ლიცენზიის პრობლემას. მან დასძინა, რომ „რუსეთის ხელისუფლების ამგვარი რეაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს მათი მხრიდან მედიის თავისუფლების დარღვევას და დამოუკიდებელი მედიის მიმართ უპატივცემულობას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG