Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძლიერმა ქარმა ბოდბისხევში მოხუცთა თავშესაფარს სახურავი გადახადა


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში ძლიერმა ქარმა მოხუცთა თავშესაფარს სახურავი თითქმის მთლიანად გადახადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც სოფელში მერის წარმომადგენელმა ვახტანგ გოზალიშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, თავშესაფარში ამჟამად 14 მოხუცი ცხოვრობს.

მისივე თქმით, ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურები და გაწმენდით სამუშაოებს აწარმოებენ. ბოდბისხევში ჩავიდნენ მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც მიყენებულ ზარალს ითვლიან.

„თავშესაფარს მეორე სართულზე ცემენტი აქვს დასხმული და წვიმის შემთხვევაშიც კი იქ წყალი არ ჩავა. ამიტომ მოხუცები ადგილზე დარჩებიან“, - თქვა მერის წარმომადგენელმა ვახტანგ გოზალიშვილმა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თავშესაფარს დროებით გადახურავენ, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, სარეზერვო ფონდიდან შესაბამისი თანხა გამოიყოფა და გადახურვის სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება.

XS
SM
MD
LG