ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის ტყეში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი დაახლოებით 10 ჰექტარამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული, თუმცა ჯერ უცნობია, ზუსტად რა ფართობზე.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი, თუმცა იმის გამო, რომ ცეცხლი მიუვალ ადგილზეა გავრცელებული სპეციალური ტექნიკა მუშაობას ამ დრომდე ვერ იწყებს.
შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები ფეხით ავიდნენ. მოსახლეობა ამბობს, რომ ქრობით სამუშაოებში ადგილობრივი ახალგაზრდების ნაწილიც აქტიურად ჩაერთო.
ყვარლის ტყეებში მიმდინარე კვირის განმავლობაში ეს ხანძრის მეორე შემთხვევაა.
დაწერეთ კომენტარი